და დააფსობს ცრემლი თვალსა

 

ათას ლამაზ მოგონებას

ერთი დარდი წალეკავსა,

ფესვიანად ამოძირკვავს

თუ მიანდე საქმე ავსა.

გადარეცხავს ყველა იმედს,

და დააფსობს ცრემლი თვალსა!

 

 

სიტყვის ხომლი

 

ყველაფერი სიცილით და

გახუმრებით მოდის ხოლმე.

მერე კაცი ემონება

აზრისა და სიტყვის ხომლებს.

 

როცა გული იტევს ყოველს,

ოცნებანი უხვად მოვლენ.

გული აგეთამაშება

თუ აჰყვები სიტყვის ხომლებს.

 

არ არსებობს წესი, რიგი,

წარგიტაცებს ყველგან იგი.

ცას მოსწყდები, როგორც თოვლი,

და წაგიყვანს სიტყვის ხომლი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9