***

დაუფლებია უმიზეზო სევდა ყველაფერის,

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა თითქოს,

ოკეიაო? რომ იტყვიან? აი, ისეა –

სულ ყველაფერი,

ქალაქიც, ღამეც, დილაც, საღამოც…

შენც აქა ხარ, როგორც ყველაფრის დიდი გარანტი.

აბა, მაშ ის შავი ღრუბელი

რატომ მიბობღავს სახურავებზე?

 

 

ზღვა

 

როცა ჩაცხრება დიდი ტალღები

ზღვა ჩაფიქრდება ხანდაზმულივით,

ზღვა თავის-თავზე დაიწყებს ფიქრსა.

უცებ შეკრთება და ბოლო ტალღა

აიზვირთება

და მიასკდება ნაპირს ეული

უკანასკნელი ტალღის შხეფები

ცრემლებივით დაეპკურება ზღვის სანაპიროს…

  

 

გამოსავალი

 

გამოსავალი

მხოლოდ ძილია,

მხოლოდ ძილია გამოსავალი

ჩემი ყოფიდან.

ძილში განწმენდა,

და გაღვიძება…

 

სხვა გზა არ არის,

ერთადერთი გზა ძილზე გადის,

როგორც სიკვდილზე,

ახლა უნდა დავიძინო

და განვიწმინდო.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9