***

დაგიმოკლდება მკლავი უეცრად

და დაიწყება დასასრული მოულოდნელად…

დაგავიწყდება მობილური, რომელიც უკვე

შენი ხელების გაგრძელებად ქცეულა თურმე…

და დაიწყება დასასრული მოულოდნელად…

და დამთავრდება სულყველაფერი…

და დაიწყება…

 

 

7 დოლარ-ნახევარი

 

სადაც არ უნდა ვიყო, ძვირფასო,

მომწერე, თუნდაც

ერთი-ორი მეგაბაიტის,

7 დოლარ-ნახევრად გადმოლახე ეს ოკეანე,

მოდი, მომადექ შუაღამეზე,

გამითენე,

დილა ყარიბის!

 

 

წყალი

 

აშხაბადის და ვაშინგტონის

სასმელი წყალი

ერთმანეთსა ჰგავს,

ორივ ტკბილი და

ორივ რბილია,

როგორც სამშობლოს დილის ნიავი!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9