მჩატე სურდო

 

მე დავამარცხე სნეულობანი

და დავამარცხე ყველა ტკივილი

რათა კარებში შევეგებო

ამ მჩატე სურდოს…

 

 

ვაშინგტონში

 

დილით აპრილის გრილი ამინდი,

საღამოთი ახალი თოვლი!

მე ვეგუები

ასეთ პარადოქსს,

და დარდგარეულ მოთმინებას

ვუსინჯავ გემოს!

 

 

 

ლაქა

 

ჩანს უნებლიედ

მივეყრდენ კედელს

და საწვიმარზე თეთრი მტვერი

დამედო ლაქად.

ადამიანიც ეგრეა თურმე,

ჩამოეყრდნობი,

მიენდობი,

გეიმედება,

დრო გაივლის და

აღმოაჩენ –

ლაქად გაჩნია.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9