ცოდვა

 

ისეთ ადგილას შემომიტყუე,

ვიყურები და გამოსავალი აღარსადა სჩანს.

უკვე არ ვიცი როგორ მოვიქცე,

ახლა დარჩენა წამებაა,

ცოდვაა წასვლა.

 

 

ერთი მიზეზი

 

იმისათვის, რომ არ მიგატოვო,

ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ

მისატოვებლად ერთიც იკმარებს…

 

 

წასვლა

 

ზოგჯერ წასვლა მადლი თუა,

ზოგჯერ დიდი ცოდვა არი.

ახლა ცოდოს ვერ დავიდებ…

აჭრიალებს კარებს ქარი…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9