სიმშვიდე

 

შენ უნდა მშვიდად შემყვარებოდი,

და მშვიდად უნდა შემომეშვე ვნებიან გულში.

როცა სიმშვიდე დატვირთულია

ლივლივა გრძნობით,

თანაც ძაღლივით ერთგული თუ ხარ,

მაშინ შეგნიშნავს ბედნიერება.

 

 

ზმნის დრო

 

ზმნა სხვანაირად მიბოლოვდება

ახლა ყოველი წარსულ დროშია…

 

 

ბოლოს

 

რომ მოიშორებ ოფლიან სხეულს

და ჩაიხუტებ ბალიშს შენივე

ცრემლით გაჟღენთილს…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9