ციკლიდან “პორტრეტები”

 

მოყვასი ჩემი

(ლევ სო­ფი­ა­ნი­დი)

 

ბუ­ლატ ოკუ­ჯა­ვა იგო­ნებ­და (ეს იყო ქო­ბუ­ლეთ­ში გა­მარ­თულ სიმ­პო­ზი­უმ­ზე): “ჯა­რი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დი, თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა. ფრონ­ტ­ზე გა­მოვ­ლილ-გან­ც­დილ­მა, ცო­ტა არ იყოს, გზა ამი­რია. არ ვი­ცო­დი, რა საქ­მეს მივ­დ­გო­მო­დი. მა­შინ შევ­ხ­ვ­დი ორ ჭა­ბუკს – ალექ­სან­დ­რე ცი­ბუ­ლევ­ს­კი­სა და ლევ სო­ფი­ა­ნი­დის. ეს მათ დამ­დეს უდი­დე­სი ამა­გი, მათ მა­ზი­ა­რეს პო­ე­ზი­ას, შე­მო­მაბ­რუ­ნეს ხე­ლოვ­ნე­ბას­თან”.

შემ­დეგ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში, იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა, ოღონდ მცი­რე რე­დაქ­ცი­ით, გა­მო­ტო­ვა ლევ სო­ფი­ა­ნი­დი, რად­გან ლევ სო­ფი­ა­ნი­დი არ გახ­ლ­დათ არც ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი, არც მეც­ნი­ე­რი, არც სპორ­ტ­ს­მე­ნი… არ ვი­ცი, ეგებ ოკუ­ჯა­ვა მარ­თა­ლიც იყო და ხალხს არა­ფერს ეტყო­და უც­ნო­ბი კა­ცის სა­ხე­ლი. ერ­თია ოღონდ, მის ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბა­სა და ოფი­ცი­ა­ლურ გა­მოს­ვ­ლას შო­რის გა­წო­ლი­ლი მიჯ­ნის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა­ში უნ­და დან­თ­ქ­მუ­ლი­ყო ლევ სო­ფი­ა­ნი­დის პი­როვ­ნე­ბა, იქ­ნებ ამის გა­მო­ცაა დღეს რომ ამა­ოდ ვუტ­რი­ა­ლებ იმ დახ­შულ კოშკს, რომ­ლის იდუ­მალ სიღ­რ­მე­ში ჯერ კი­დევ ფეთ­ქავს ლევ სო­ფი­ა­ნი­დის გა­უმ­ხე­ლე­ლი გე­ნია და მშფოთ­ვა­რე სუ­ლი…

ვინ იყო იგი? ათა­სი ათას­თა­გა­ნი, მი­ლი­ო­ნი მი­ლი­ონ­თა შო­რის. მაგ­რამ მეხ­სი­ე­რე­ბა ჯი­უ­ტია, უნ­და გა­ვიხ­სე­ნო კა­ცი, რო­მე­ლიც თით­ქოს არც არ­სე­ბობ­და, არც უცხოვ­რია ამ­ქ­ვეყ­ნად. სადღაც, კულ­ტუ­რუ­ლი ყო­ფი­ე­რე­ბის გა­რე­უბ­ნებ­ში ბო­გი­ნებ­და და მხო­ლოდ მათ­ზე ახ­დენ­და ზე­მოქ­მე­დე­ბას, ვი­საც პი­რა­დად იც­ნობ­და.

თბი­ლი­სი­სა და ბოლ­ნი­სის “ფოლ­კ­ს­დო­იჩ­თა” ახალ­შე­ნებ­ში აღ­ზ­რ­დი­ლი, მა­მით ბერ­ძე­ნი, დე­დით გერ­მა­ნე­ლი (ალ­მენ­დინ­გე­რი), სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რა­სა და ბუ­ნე­ბის წი­აღს იყო შერ­წყ­მუ­ლი. თუმ­ცა, არა­სო­დეს იფარ­გ­ლე­ბო­და ერ­თი რო­მე­ლი­მე კულ­ტუ­რით, თუნ­დაც რო­მე­ლი­მე ერ­თი “ბუ­ნე­ბით” (დიდ­ხანს იცხოვ­რა უდაბ­ნო­ში, ტრა­მალ­ზე, უსი­ერ ტყე­ებ­ში)… მი­სი სამ­შობ­ლო გახ­ლ­დათ ის მცი­რე წრე, რომ­ლი­თაც სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბა შე­მო­გარ­სა და არ სურ­და ამ წრის გა­ლავ­ნის მოშ­ლა… თან დაჰყ­ვე­ბო­და წრე მი­წის ზურ­გ­ზე გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ხე­ტი­ა­ლი­სას, წრე-ათას­ფე­რი – უსახ­ლ­კა­რო, მი­უ­სა­ფა­რი… ამ მცი­რე არე­ში შეჰ­ქონ­და, რი­თაც და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. იგი ფან­ტას­ტი იყო, ფიქ­რობ­და დრო­ი­სა და სივ­რ­ცის ფი­ლო­სო­ფი­ურ გან­ზო­მი­ლე­ბა­ზე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტე­რე­ო­გა­და­ცე­მებ­ზე (ამის თა­ო­ბა­ზე წე­რი­ლიც კი და­ბეჭ­და), ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, პო­ე­ზი­ა­ზე…

ლევ სო­ფი­ა­ნი­დი სახ­ლის რუხ კე­დელ­ზე ნახ­ში­რი­ვით მი­ხა­ტულ ფი­გუ­რას ჰგავ­და. მას არ გა­აჩ­ნ­და მო­ცუ­ლო­ბა, სი­სავ­სე, ფერ-ხორ­ცი… თით­ქოს მხო­ლოდ კონ­ტუ­რი… მა­ღა­ლი, გამ­ხ­და­რი, მთვრალ­თ­ვა­ლე­ბა და თხელ­ნაკ­ვ­თი­ა­ნი… მუ­დამ ჭუჭყი­ან კოს­ტიუმ­ში “გა­მოწყო­ბი­ლი” და მა­ინც, დახ­ვე­წი­ლი და ფა­ქი­ზი; იმ­დე­ნად ფა­ქი­ზი, რომ არ შე­გეძ­ლო მი­სი ხა­ლა­თის გა­ზინ­თუ­ლი სა­ყე­ლოს შემ­ჩ­ნე­ვა, გუ­ლის­პირ­ზე ჩა­მოღ­ვენ­თი­ლი ლა­ქე­ბის და­ნახ­ვა. გა­მახ­სოვ­რ­დე­ბო­და მხო­ლოდ ქცე­ვა, მეტყ­ვე­ლე­ბა, მა­ნე­რე­ბი…

ლევ სო­ფი­ა­ნი­დი თან და­ა­ტა­რებ­და სა­კუ­თარ გა­ნა­ჩენს – უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ხელ­მო­ცა­რუ­ლი, წა­გე­ბუ­ლი, უპო­ვა­რი და მარ­ტო­სუ­ლი. მი­სი რო­ლი ამ­ქ­ვეყ­ნად მე­ფე ლი­რის ხუ­მა­რას როლს წა­ა­გავ­და, მა­რად უნ­და ეღა­ღა­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ოღონდ მი­სი ხმა მხო­ლოდ რეფ­რე­ნი იყო, ფო­ნი ან შო­რე­უ­ლი ექო… ჰამ­ლე­ტი-ხუ­მა­რა, გა­უ­გე­ბა­რი და იდუ­მა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­თათ­ვის… ოღონდ იგი მარ­თ­ლა ფლობ­და გე­ნი­ას – მშვიდ, გა­მო­უღ­ვი­ძე­ბელ გე­ნი­ას, რი­თაც სა­ოც­რად ზე­მოქ­მე­დებ­და ახ­ლობ­ლებ­ზე, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ცხა­დად გრძნობ­დ­ნენ, რომ ამ უღ­ვ­თოდ მიგ­დე­ბულ, გვერ­დებ­შე­მო­ლე­წილ ნი­ჟა­რა­ში ჭეშ­მა­რი­ტი ნი­ჭი­ე­რე­ბა და ტან­ჯუ­ლი სუ­ლი იფა­რავ­და თავს.

მი­სი მაგ­ნე­ტიზ­მი მიმ­ზიდ­ვე­ლიც იყო და დამ­ქან­ც­ვე­ლიც; აუხ­ს­ნე­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მიგ­ყ­ვე­ბო­და მის­გან, იქ­ნებ იმის გა­მო, რომ ამ კა­ცის უპი­რა­ტე­სო­ბა მტკივ­ნე­უ­ლად შე­გე­ხე­ბო­და. ეს გახ­ლ­დათ ნო­ბი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა პლე­ბე­ის წი­ნა­შე (თუნ­დაც გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი ნო­ბი­ლი­სა წარ­მა­ტე­ბუ­ლი პლე­ბე­ის წი­ნა­შე).

ლევ სო­ფი­ა­ნი­დი გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო, ბავ­შ­ვურ ავან­ტი­უ­რიზ­მ­სა და გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პრო­ექ­ტებს მი­ელ­ტ­ვო­და; სევ­და­სა და ირო­ნი­ას მოჰ­ფენ­და ირ­გ­ვ­ლივ.

 

1 2 3 4 5 6 7 8