ერ­თ­ნა­ი­რი თვა­ლე­ბი აქვთ სო­მეხ ინ­ჟი­ნერ­სა და იტა­ლი­ელ დიპ­ლო­მატს, ნა­ცა­დი სოვ­დაგ­რე­ბი­სა და ნე­გო­ცი­ან­ტე­ბის თვა­ლე­ბი. იტა­ლი­ელს ვე­ე­ბა სათ­ვა­ლე უკე­თია, უზო­მოდ უფარ­თო­ვებს თვა­ლის გუ­გებს. შე­ხე­დავ სა­ხე­ში და შეკ­რ­თე­ბი, თით­ქოს სხვი­სი თვა­ლე­ბი ჩა­უდ­გამთ ვიწ­რო სა­ფეთ­ქ­ლებს შუა და ისე­თი სევ­და­მო­რე­უ­ლი უაზ­რო­ბა მოს­ჩ­ქეფს ამ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სი­შა­ვი­დან, რომ უნებ­ლი­ეთ იწუ­რე­ბი.

“გრაფ ჩი­ა­ნოს” ეტყო­ბა აღარ სჯე­რა უკუქ­ცე­ვი­სა. ვინ იცის, რო­დის დამ­თავ­რ­დე­ბა მი­სი დი­დი ელ­ჩო­ბა აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ჯუ­ბა კი…

უარის ნიშ­ნად თავს ენერ­გი­უ­ლად აკან­ტუ­რებს.

მა­შინ პი­რუ­მოვ­მა ავ­გა­რო­ზი სა­კნის სიღ­რ­მე­ში მო­ის­რო­ლა.

 

* * *

ზის პი­რუ­მო­ვი და მში­ე­რი თვა­ლე­ბით შე­მომ­ც­ქე­რის. მე­რე ხე­ლით კე­ფას ის­რესს.

– სა­დღაც აქ, აქე­დან იწყე­ბა გა­ხე­ვე­ბა, ნუ­თუ ვერ ამ­ჩ­ნევ.

მეც რა­ღაც-რა­ღა­ცე­ებს ვამ­ჩ­ნევ, მაგ­რამ ამ გა­ხე­ვე­ბას ჯერ არა. უნებ­ლი­ეთ ვი­დებ ხელს კე­ფა­ზე.

პი­რუ­მო­ვი საწყა­ლობ­ლად იმან­ჭე­ბა და თო­ნეს­თან ჩა­ცუც­ქულ მში­ერ ნა­გაზს ემ­ს­გავ­სე­ბა.

– შენ იცი რაა შიმ­ში­ლი? – მე­კითხე­ბა იგი, – ადა­მი­ა­ნი პირ­ველ სამ დღეს შფო­თავს, ცოფ­დე­ბა, გულ­მუ­ცე­ლი ეწ­ვის… მე­რე სიცხე აუწევს, მო­იღ­ვენ­თე­ბა და მო­დუნ­დე­ბა. მე­რე იწყე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა ბუ­რუს­ში. ადა­მი­ა­ნი მი­ირ­თ­მევს სა­კუ­თარ თავს, იწოვს სა­კუ­თარ ცხიმს, სხე­ულ­ში შერ­ჩე­ნილ სი­ნო­ტი­ვეს… ემ­ს­გავ­სე­ბა უმ­წეო ბავშვს, იჩ­ლექს ენას, უაზ­როდ იღი­მე­ბა და გუ­გებ­ში სახ­მი­ლი უნ­თია. ცბი­ე­რია და თავს იკა­ტუ­ნებს, მხო­ლოდ სი­ლაჩ­რე შე­მორ­ჩე­ბა და ში­ში.

პირ­ვე­ლი, რაც უკ­ვ­და­ვე­ბაა, ცნო­ბი­ე­რე­ბაა და ნე­ბის­ყო­ფა.

პი­რუ­მო­ვი სულს ით­ქ­ვამს, მა­შინ ვი­ღებ ჩემს ულუ­ფას, ვუწ­ვ­დი ყუ­ას.

– გიყ­ვარს ყუა? – ვე­კითხე­ბი და­ცინ­ვით.

– მიყ­ვარს. – მი­პა­სუ­ხა სე­რი­ო­ზუ­ლად და და­ვი­ბე­ნი.

– გმად­ლობთ. – მე­ხე­ბა მხარ­ზე, ნა­რი­დან ჩა­დის და გა­დაგ­დე­ბუ­ლი ავ­გა­რო­ზის მო­სა­ძებ­ნად ისე მი­დის, თით­ქოს სხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბო­დეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8