(ირო­ნია – მე ხში­რად ვახ­სე­ნებ ამ სიტყ­ვას. შე­საძ­ლოა იმის გა­მო, რომ ჩემ­და უნე­ბუ­რად იმათ მივ­მარ­თავ, ვი­სი უპირ­ვე­ლე­სი თვი­სე­ბაც ირო­ნია იყო, ვინც რა­ღაც, უფ­რო მე­ტი იცო­და ცხოვ­რე­ბა­ზე. ვიდ­რე ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბამ და არ შე­ეძ­ლო, ან ძა­ლა არ შეს­წევ­და გა­მო­ე­ხა­ტა თა­ვი­სი ცოდ­ნა).

 

* * *

ადა­მი­ანს, ლევ სო­ფი­ა­ნი­დი რომ ენ­დო, ისე­თი ნა­თე­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, ისე­თი პა­ტი­ო­სა­ნი ღი­მი­ლი, ისე ახალ­გაზ­რ­და და ხა­ლი­სი­ა­ნი იყო, რომ მი­სი შე­ხედ­ვა სი­ხა­რულს ჰგვრი­და.

ეს ამ­ბა­ვი (ეს სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი) მრა­ვა­ლი წლის წინ შო­რე­ულ ტრა­მალ­ზე შე­ემ­თხ­ვა.

გე­ო­ლო­გი­უ­რი დაზ­ვერ­ვის დი­დი სამ­მარ­თ­ვე­ლოს სა­სა­დი­ლოს გამ­გედ მუ­შა­ობ­და.

მო­ლა­რე გო­გო­ნამ სა­ლა­რო გა­ი­ტა­ცა.

ლევ სო­ფი­ა­ნი­დი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს… ეს მა­შინ უთხ­რეს – რის­თ­ვის ენ­დეო ადა­მი­ანს!

ენ­დო კი არა და, პირ­და­პირ ენით უთ­ქ­მე­ლი ლხე­ნით აღავ­სებ­და მო­ლა­რე გო­გო­ნას გულ­ღია სი­ცი­ლი; დი­ლით, სა­სა­დი­ლოს კარს რომ შე­ა­ღებ­და და ქა­ლიშ­ვი­ლის თვა­ლებს წა­აწყ­დე­ბო­და, მის ფა­მი­ლა­რულ – გა­მარ­ჯო­ბა, ლი­ოვ­კას – მო­ის­მენ­და, სუ­ლაც ავიწყ­დე­ბო­და, ზურგს უკან გა­დახ­რუ­კუ­ლი ტრა­მა­ლი რომ გა­წო­ლი­ლი­ყო და თა­ვა­დაც ერ­თი სა­ცო­და­ვი სა­სა­დი­ლოს გამ­გე ბრძან­დე­ბო­და.

“ლი­ოვ­კას ოაზი­სი”, – და­არ­ქ­ვა ვი­ღა­ცამ სა­სა­დი­ლოს, კარ­ბი­დის, რე­ზი­ნის და ბრე­ზენ­ტის სუ­ნით გაჟ­ღენ­თილ ბა­რაკს, მჟა­ვე კომ­ბოს­ტო­სა და და­ო­ბე­ბუ­ლი, გამ­ხ­­მა­რი თევ­ზის სურ­ნელს რომ მი­მო­ფენ­და ირ­გ­ვ­ლივ…

ოაზი­სი მო­ი­შა­ლა… მთე­ლი კვი­რის ნა­ვაჭ­რი (ჩი­ტი ბრდღვნად არც ღირ­და) მოხ­ვე­ტა იმ ქათ­ქა­თა გო­გო­ნამ და გა­უ­ჩი­ნარ­და.

ლევ სო­ფი­ა­ნი­დი და­ა­პა­ტიმ­რეს.

ხმა არ ამო­უ­ღია, მხო­ლოდ მხრე­ბი აიჩე­ჩა. ერ­თხელ უკ­ვე გა­ნვ­ლო ეს გზა, ად­რე სი­ჭა­ბუ­კი­სას. ოღონდ მა­შინ იმ­დე­ნად დასჩ­ლუნ­გე­ბო­და შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი, რომ თით­ქ­მის არა­ფერს აღიქ­ვამ­და, ავ­ტო­მა­ტი­ვით ას­რუ­ლებ­და – რა­საც ეტყოდ­ნენ, მიჰ­ყ­ვე­ბო­და დი­ნე­ბას, არ შე­ყოვ­ნე­ბუ­ლა, არ ჩაკ­ვირ­ვე­ბია თავს… მა­შინ იგი ერ­თი­ა­ნად მო­იქ­ცია ქვეშ და გას­რი­სა უბე­დუ­რე­ბამ და არ ჰქონ­და დრო წვრილ­მან­თა გა­სარ­ჩე­ვად…

მთვა­რე­უ­ლი­ვით მი­დი­ო­და ქა­რა­ფის კი­დე­ზე და მხო­ლოდ ერთს ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა წო­ნას­წო­რო­ბა, უფ­რო სწო­რად, წო­ნას­წო­რო­ბის ილუ­ზია. ეს მა­შინ… ახ­ლა მშვიდ­მა და დამ­ცი­ნავ­მა შე­ა­ბი­ჯა სა­კან­ში. ისე­თი და­უ­ვიწ­­ყა­რი, ნაც­ნო­ბი ჰა­ე­რი შე­მო­ე­გე­ბა, რომ შედ­გა და ღრმად ჩა­ი­სუნ­თ­ქა… ახ­ლა ლევ სო­ფი­ა­ნი­დის ბედ­მა ერ­თხე­ლაც არ­გუ­ნა მო­ცა­ლე­ო­ბა და ფიქ­რის დრო; მა­ნაც გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი და პა­წია ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მო­ირ­თხა ფე­ხი სა­კა­ნის კუთხე­ში და ყუ­რი მი­უგ­დო მი­ვიწყე­ბულ ჩქამს – ზე­დამ­ხედ­ვე­ლის ნა­ბი­ჯე­ბის ხმას ტა­ლან­ში, ჭე­რი­დან გად­მოც­ვე­ნი­ლი ნეს­ტის ჭი­ე­ბის ტკა­ცანს ცე­მენ­ტის იატაკ­ზე; ყურს უგ­დებ­და დუ­მილ­სა და ჰა­ე­რის რხე­ვას. ჰა­ერს ჰქონ­და ხმა და ფე­რი… ჰა­ე­რი უამ­რა­ვი ნა­კა­დის­გან შედ­გე­ბო­და და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ცალ­კე გახ­სე­ნე­ბას აღ­ძ­რავ­და.

იგი მძაფ­რად გრძნობ­და ნა­კად­თა სი­უხ­ვეს და მათ კავ­შირს მი­სი არ­სე­ბო­ბის სხვა­დას­ხ­ვა მო­ნაკ­ვეთ­თან. ისე ცხად­ლივ მიჰ­ყ­ვე­ბო­და მო­გო­ნე­ბა ამ შე­ხუ­თულ არე­ში მქრო­ლავ ყო­ველ პა­წია სი­ოს, რომ კვლავ და­იწყო თა­ვი­სი უსაზ­მ­ნო და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ტი­ა­ლი წარ­სულ­სა და აწ­მ­ყოს შო­რის, და რო­გორც ყვე­ლა კარ­გა­მო­კე­ტი­ლი კა­ცის­თ­ვის, მის­თ­ვი­საც აღარ არ­სე­ბობ­და და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი სივ­რ­ცე, მან­ძი­ლი სა­გან­თა შო­რის… იგი მიხ­ვ­და, სა­ოც­რად არ­ამ­დ­გ­რა­დი ყო­ფი­ლა ყო­ვე­ლი­ვე, რა­საც ცხოვ­რე­ბას ეძახ­და – ირო­ნი­უ­ლად პი­რო­ბი­თი, თურ­მე იოლად და­ი­კარ­გე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის, მოძ­რა­ო­ბის, თა­ვი­სუ­ფალ ყო­ფის უფ­ლე­ბა, თურ­მე ფე­რი, ბგე­რა, მე­ლო­დია არ­სე­ბობს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა მათ მი­მართ და ამ აქ­ტი­ვო­ბის და­კარ­გ­ვა, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, ეს­თე­ტი­კუ­რი წა­მე­ბაა.

 

1 2 3 4 5 6 7 8