ოტია პაჭკორია
ოტია პაჭკორია

ოტია პაჭკორია (1928-1984) – მწერალი, ესეისტი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა “ცისკარსა” და “მნათობში”. წერდა ნარკვევებს სერვანტესის, სტენდალის, ვაჟა-ფშაველას, პუშკინის, ტოლსტოისა და სხვათა შემოქმედებაზე; სიცოცხლის ბოლო წლებში გამოაქვეყნა თავისი მოთხრობებიც, რომლებიც ინტელექტუალური პროზის ნიმუშებია.