ოფიც­რე­ბი ექ­თა­ნის ჩა­მოვ­ლი­სას სარ­კ­მელ­თან მწკრივ­დე­ბი­ან და არ­თ­მე­ვენ წი­თელ სტრეპ­ტო­ციდს, ქი­ნა­ქი­ნას… მე­რე კლე­ის­ტერ­ში ურე­ვენ, შეძერწავენ ავ­გა­რო­ზებს, ჭად­რაკს, ჯვარ­ც­მას…

– ოოო! – აღ­ტა­ცე­ბუ­ლია იტა­ლი­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი. სა­კან­ში “გრა­ფი ჩი­ა­ნო” შე­არ­ქ­ვეს. ეშ­მაკ­მა იცის, სა­ი­დან მოხ­ვ­და აქ. ევაჭ­რე­ბა “რო­ა”-ს ოფიც­რებს, ავ­გა­რო­ზებს თამ­ბა­ქო­ში უც­ვ­ლის. სა­თუ­თად ახ­ვევს ჩვარ­ში და ტო­მრის ფსკერ­ზე მა­ლავს.

– ამ შო­ბელ­ძაღლს ჰგო­ნია, ზა­ქის­თ­ვა­ლე­ბა ნა­ში­ერს ციმ­ბი­რულ სუ­ვე­ნი­რებს ჩა­უ­ტანს – იფურ­თხე­ბა პი­რუ­მო­ვი.

 

* * *

მე თან­და­თან ვი­ვიწყებ უძ­რავ იაპო­ნე­ლებს და “რა­ი­ხის” სი­ა­მა­ყეს, ჰელ­მუტ ფონ შა­მი­სოს, ვი­ვიწყებ, რო­გორც ავან­ს­ცე­ნა­ზე გა­ხე­რილ სტა­ტისტს, ვინ­მე სერ რატკ­ლიფს ივიწყე­ბენ მა­შინ­ვე, რო­დე­საც კუ­ლი­სე­ბი­დან წა­მო­იზ­რ­დე­ბა რი­ჩარ­დის მხარ­მოქ­ცე­უ­ლი ჩრდი­ლი.

მთა­ვარ რო­ლებს სა­კან­ში “ყაზ­ბე­გი” და ჩე­მი მე­გო­ბა­რი კა­ხე­ლი ბი­ჭე­ბი ას­რუ­ლე­ბენ.

 

* * *

ქი­ზი­ყე­ლი ბი­ჭე­ბი, გზა­ა­რე­ულ­ნი და უჩ­ვე­უ­ლოდ პლას­ტი­კურ­ნი. მა­თი აწ­კე­პი­ლი ულ­ვა­შე­ბი, გაშ­ლი­ლი ბე­ჭე­ბი, საც­რის­ტო­ლა თვა­ლე­ბი და უგუ­ნუ­რი სი­მა­მა­ცე ში­შის ზარ­სა სცემს ჩვე­ნი სა­კნის ობი­ვა­ტე­ლებს – ებ­რა­ელე­ბს, სე­ლის სვი­ტე­რებ­ში გა­მოწყო­ბი­ლ ლა­ტი­შე­ბის მთელ ახალ­შენს.

კა­ხე­ლი ბი­ჭე­ბი ჩემ გვერ­დით წვა­ნან. მე მა­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცენ­ტ­რი და წი­ნამ­დ­გო­მი ვარ. მე შე­მიძ­ლია მთე­ლი ეს უაზ­რო სტი­ქია იქით მივ­მარ­თო, სა­ი­თაც მო­ვი­სურ­ვებ. სა­კან­ში ამას გრძნო­ბენ და რი­დით მეპყ­რო­ბი­ან.

მთე­ლი კვი­რაა კა­მა­თო­ბენ ბი­ჭე­ბი – რა დო­ზა­ნაა თურ­ქე­თი.  რო­ცა ვუთხა­რი – რეს­პუბ­ლი­კაა მეთ­ქი – აღ­შ­ფოთ­დ­ნენ, ეჭ­ვით და­მიწყეს ყუ­რე­ბა.

ქი­ზი­ყელ ყმაწ­ვი­ლებს მა­თი­ვე კა­მე­ჩე­ბის ინ­ტე­ლექ­ტი გა­მოჰ­ყ­ვათ, ოდეს­ღაც ომო­ბა­ნა ითა­მა­შეს, კონ­სერ­ვის ქი­ლე­ბი დენ­თით და­ტე­ნეს და აი ახ­ლა ჩემ­თან ბრძან­დე­ბი­ან.

კა­ხე­ლე­ბია ჩე­მი სი­ა­მა­ყე. მე მე­უფ­ლე­ბა ტო­მის ბე­ლა­დის ქედ­მაღ­ლო­ბა. ნა­ხეთ რა კის­რე­ბი აქვთ, თვა­ლე­ბი ნა­ხეთ – შა­ვი ნაღ­ვერ­დ­ლე­ბი, ამ­დე­ნი ცეცხ­ლი რომ ან­თია და პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი უდარ­დე­ლო­ბა.

ბი­ჭე­ბიც ამა­ყო­ბენ ჩე­მით. ჩურ­ჩუ­ლით უყ­ვე­ბი­ან სომ­ხებს ჩემს 19 “რო­მან­ტი­კულ” ამ­ბავს. ერ­თია ოღონდ, თურ­ქე­თის სა­კითხ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­მირ­ყია.

სომ­ხე­ბი მე­ფე­რე­ბი­ან  – “ო, ახ­პერ!” მათ შო­რის ერ­თი ბე­ი­რუ­თე­ლია, ვინ­მე ლე­ვონ ამა­ტუ­ნი. ფეხ­ბურ­თე­ლი და ჯაზ-ბენ­დის ტრფი­ა­ლი, ევ­რო­პუ­ლად თა­მა­მი და ევ­რო­პუ­ლად უზ­რ­დე­ლი, ელა­მი და წვივ­მა­ღა­ლი… დი­დი ამ­ბით გა­მან­დო – ლი­ბა­ნის პრე­მი­ე­რი წარ­მო­შო­ბით ქარ­თ­ვე­ლი იყოო. მე მამ­ლუ­ქებ­ზე ვუ­ამ­ბობ. არ სჯე­რა ლე­ვონს მამ­ლუ­ქე­ბი­სა და ალი-ბე­ის ამ­ბა­ვი და მა­ინც აღ­ტა­ცე­ბას გა­მოთ­ქ­ვამს. ელ­ლოუ! – ხელს ურ­ტყამს ზურ­გ­ზე იაპო­ნელს. იაპო­ნე­ლი გუ­ლის­ ჯი­ბი­დან მორ­ჩილ ღი­მილს იღებს და სა­ხე­ზე იფა­რებს. ემ­ს­გავ­სე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თე­ატ­რის ნი­ღაბს, ხე­ლის ოდ­ნა­ვი და­წო­ლით რომ იც­ვ­ლის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას.

ბე­ი­რუ­თე­ლი კა­ხე­ლებ­თან მე­გობ­რობს. თა­მა­შო­ბენ გრძელ ვირს, თა­ვით გა­დას­ვ­ლას.

მე­რე უზ­ბე­კებს აუხირ­დ­ნენ ჩე­მი ქი­ზი­ყე­ლე­ბი. იერი­შით აიღეს ზე­მო ნა­რე­ბი. და ატა­ვის­ტუ­რი შუ­რის­გე­ბით ატა­ნილებ­მა სა­ცა­ლო­ე­ბი­ვით გად­მო­ყა­რეს დი­დი უზ­ბე­კის ნა­ში­ე­რე­ბი ცე­მენ­ტის იატაკ­ზე.

სხდე­ბი­ან ბი­ჭე­ბი ნარ­ზე და აცხა­დე­ბენ სრუ­ლი­ად ქი­ზი­ყე­თის თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბედ­ნი­ე­რი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბას.

“ალაზ­ნის პი­რას მო­სუ­ლა წი­თე­ლი სა­ტა­ცუ­რიო!” – მღე­რი­ან ბი­ჭე­ბი.

ფონ შა­მი­სო ჩი­ბუხს ლან­ჩა­ზე იბერ­ტყავს და ში­შით შესც­ქე­რის ჭერს, ქარ­თუ­ლი კონ­ტ­რა­პუნ­ქტის ზე­ი­მი რომ აზან­ზა­რებს.

უხი­ა­გად იმან­ჭე­ბა შა­მი­სო, მაგ­რამ ჩემს ვე­რაგ თვა­ლებს აწყ­დე­ბა და მწყა­ზა­რი იერით მა­რი­დებს თვალს.

– პა­ნოპ­ტი­კუ­მი სან­თ­ლის ფი­გუ­რე­ბის მუ­ზე­უ­მია, კა­ლე­ი­დოს­კო­პი, მო­ლუს­კე­ბის პლან­ტა­ცია… – მიხ­ს­ნის პი­რუ­მო­ვი და იტა­ლი­ელს ჯუ­ბის კალ­თა­ზე ეტა­ნე­ბა.

– რას ერ­ჩი? ვე­კითხე­ბი პი­რუ­მოვს.

– ხე­დავ რა ველ­ვე­ტის ჯუ­ბა აც­ვია, ამა­საც ხე­დავ? – მიჩ­ვე­ნებს გა­მოდღ­ლე­ზილ იდაყვს – მა­ინც გახ­დი­ან, იქ­ნებ გა­მიც­ვა­ლოს.

– ავ­გა­რო­ზი გა­უ­კე­თე. – ვურ­ჩევ პი­რუ­მოვს და იმ დღეს მში­ე­რი რჩე­ბა. ალ­ბობს პურს, წუ­რავს, ცრის ტი­ლოს ნა­ჭერ­ში. გა­მო­წუ­რულ სა­ხა­მე­ბელს მკლა­ვებ­ზე იცხებს, ხე­ლე­ბის ქნე­ვით აშ­რობს, მე­რე ჭუჭყი­ან გორ­გ­ლე­ბად იც­ლის, ურევს ქი­ნა­ქი­ნას, წი­თელ სტრეპ­ტო­ციდს, ტეტ­რა­ციკ­ლინს, ფე­რად ბურ­თუ­ლე­ბად აგუნ­და­ვებს და ქმნის სას­წა­ულს, მძი­ვებს, ში­ვას, ვან­კა-სტან­კას… ძაფ­ზე ეჟ­ვ­ნე­ბად აც­ვამს და იტა­ლი­ელს ევაჭ­რე­ბა.

 

1 2 3 4 5 6 7 8