…და დღეს, რო­ცა ვგრძნობ, რომ უცებ  ის ღი­მი­ლი კვლავ მიბ­რუნ­დე­ბა, მძულს ჩე­მი თა­ვი. “ის ღიმილი კი დროდადრო ბრუნდება”.

მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, ზნე­ობ­რი­ვი წო­ნას­წო­რო­ბის ძი­ე­ბა იმ ღი­მილ­თან გა­აფ­თ­რე­ბუ­ლი ომია; ჩე­მი საქ­ცი­ე­ლი, იმ გა­ღი­მე­ბის­თ­ვის გა­დახ­დი­ლი საზ­ღა­უ­რია…

მე ვი­ცი რა არის ღი­მი­ლი” (ერთი მოგონება ლევ სოფიანიდის სხვა მრავალ მოგონებათა შორის).

 

* * *

კარ­გად არ ვი­ცი, – რა იყო ლევ სო­ფი­ა­ნი­დის­თ­ვის პო­ე­ზია?! ადა­მი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბა თუ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა. იყო მის გა­ტა­ცე­ბა­ში პო­ე­ზი­ით “კულ­ტურ­ტ­რე­გე­რუ­ლი”. იგი ლექ­სის პრო­პა­გან­დის­ტი იყო ყო­ველ­თ­ვის და ყველ­გან: თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლისას, ტრა­მალ­ზე, სპი­ლენ­ძის მა­ღა­რო­ებ­სა და ქვის კა­რი­ე­რებ­ზე.

ამ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით ქვის დიდ კა­რი­ერ­ზე. შტა­ბე­ლე­ბის ჩრდილს შე­ფა­რე­ბულ­მა პირ­ვე­ლად მის­გან გა­ვი­გო­ნე აკ­მე­ის­ტ­თა თა­ო­ბა­ზე. მე­რე გი­პი­უ­სი, ახ­მა­ტო­ვა… მი­სი მეშ­ვე­ო­ბით გავ­შორ­დი პუშ­კი­ნი­სა და მა­ი­ა­კოვ­ს­კი­სად­მი სკო­ლის დრო­ინ­დელ გუ­ლაც­რუ­ე­ბას და უცებ გა­იხ­ს­ნა ჩემს წი­ნა­შე მათ ლი­რი­კის ად­რე დახ­შუ­ლი კა­რიბ­ჭე. დი­ახ, მა­ი­ა­კოვ­ს­კის ლი­რი­კის, რაც ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში პირ­და­პირ სა­ოც­რე­ბად აჟ­ღერ­და, რად­გან სკო­ლის ერ­თი ნე­ტარ­ხ­სე­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის წყა­ლო­ბით არამც­თუ მა­ი­ა­კოვ­ს­კი, პუშ­კი­ნის ლი­რი­კაც კი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლად მეს­მო­და.

მან მას­წავ­ლა, რომ “ჰარ­მო­ნია მო­ითხოვს დი­სო­ნანსს, და­პი­რის­პი­რე­ბებს, პო­ე­ტურ ფუ­გებს…” რომ ტკბილ­ხ­მო­ვა­ნე­ბა ჯერ კი­დევ რო­დია ჰარ­მო­ნია; მე­ტიც, ყო­ველ­თ­ვის უპი­რის­პი­რებ­და ერ­თ­მა­ნეთს “მე­ლო­დი­ურ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­სა” და ჰარ­მო­ნი­ას.

(დღეს ვფიქ­რობ, ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში იქ­ნებ მხო­ლოდ გა­ლაკ­ტი­ონ­მა მი­აღ­წია “მე­ლო­დი­უ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბის” მთლი­ა­ნი ჰარ­მო­ნი­ის დო­ნემ­დე ამაღ­ლე­ბას).

ლევ სო­ფი­ა­ნი­დის ჰქონ­და ინ­ტუ­ი­ცია, გრძნობ­და, რომ ლი­რი­კა სა­ხეს იც­ვ­ლი­და, თით­ქოს კარ­გავ­და ბუ­ნებ­რივ თვი­სე­ბას – სიტყ­ვამ­რავ­ლო­ბას, სიტყ­ვა­კაზ­მუ­ლო­ბას… იკუმ­შე­ბო­და ლექ­სის, ფრა­ზის, ემო­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა. იწ­რი­ტე­ბო­და თვით ლი­რი­კუ­ლი აღ­სა­რე­ბის წყა­რო.

იგი ლექსს რა­ღაც­ნა­ი­რად, სკულ­პ­ტუ­რუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით აღიქ­ვამ­და. ეძებ­და პლას­ტი­კას, პირ­ველ­ყო­ფი­ლი უშუ­ა­ლო­ბით “ხე­დავ­და” ლექსს. ცო­ტა არ იყოს, თვით­ნე­ბუ­რად პო­უ­ლობ­და გრა­ფი­კულ ფორ­მებს, რო­მელ­თაც მის წარ­მოდ­გე­ნა­ში ლექ­სი ან ცალ­კე­უ­ლი სტრო­ფი წარ­მოქ­მ­ნი­და. თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, “გე­ო­მეტ­რი­უ­ლად” აღიქ­ვამ­და აღ­ნა­გო­ბას, რიტმს, მე­ლო­დი­ა­საც კი… ყო­ველ­თ­ვის შლი­და ლექსს ტრო­პე­ბად, მუხ­ლე­ბად, სტრი­ქო­ნე­ბად; მე­რე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით დას­ცი­ნო­და კი­დეც ცალ­კე­ულ ნა­წი­ლებს და უძ­ნელ­დე­ბო­და კვლავ ლექ­სად აგე­ბა. იყო ამა­ში რა­ღაც არა­პო­ე­ტუ­რი, რა­ღაც­ნა­ი­რი მტრო­ბა ლექ­სი­სა. ამ­გ­ვარ­მა ჩხირ­კე­დე­ლა­ო­ბამ დაშ­რი­ტა მას­ში პო­ე­ტუ­რი იმ­პულ­სე­ბი. რა ერ­ქ­ვა ამას, მშვე­ნი­ე­რე­ბის ანა­ტო­მი­უ­რი შეს­წავ­ლა? არა მგო­ნია. ეს არ იყო პრინ­ცი­პი, უფ­რო პი­რად შე­მოქ­მე­დე­ბით ძალ­მო­სი­ლე­ბა­ში და­ეჭ­ვე­ბუ­ლი კა­ცის კაპ­რი­ზი გახ­ლ­დათ. ეს ის გზაა, მწერ­ლო­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კამ­დე, გან­ს­წავ­ლუ­ლი ფსევ­დო­თე­ო­რე­ტი­კო­სის გულ­გ­რი­ლო­ბამ­დე რომ მიჰ­ყავს. თუმ­ცა… ლევ სო­ფი­ა­ნი­დიმ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­თა ძნე­ლი გზა გა­მოვ­ლო, თა­ვი­სი გზა და მა­ინც, პო­ე­ზი­ის მა­რად მო­თაყ­ვა­ნედ დარ­ჩა. იქ­ნებ ცო­ტა ალო­გი­კუ­რიც კი ვი­ყოთ, მაგ­რამ ლევ სო­ფი­ა­ნი­დი გან­საც­ვიფ­რებ­ლად უთან­ხ­მებ­და ერ­თ­მა­ნეთს ლექ­სის აუხ­ს­ნელ, გა­ნუ­მარ­ტავ მა­ტე­რი­ა­ლი­ზა­ცი­ა­სა და იმა­ვე დროს, რე­ლი­გი­ურ, შიშ­ნე­ულ მო­წი­წე­ბას პო­ე­ზი­ი­სად­მი.

ლევ სო­ფი­ა­ნი­დი ბუ­ნე­ბრივ იმ მწვა­ლე­ბელს ჰგავ­და, უზე­ნა­ე­სის არ­სე­ბო­ბა რომ სწამს და იქ­ვე დას­ცი­ნის ყვე­ლა­ფერს რი­ტუ­ა­ლურს. თუმ­ცა, იგი გა­ტა­ცე­ბით ას­რუ­ლებ­და რი­ტუ­ალ­საც, ირო­ნი­უ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბი­თა და ში­ნა­გა­ნი უარ­ყო­ფით. სადღაც აქ, ამ უენერ­გი­ო­ბის, ბევ­რი ცოდ­ნის, თვით­ჩაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის ლა­ბი­რინ­თ­ში და­ინ­თ­ქა და ჩა­ი­კარ­გა სო­ფი­ა­ნი­დი-მწე­რა­ლი. ჩა­ი­კარ­გა იმის გა­მო, რომ იგი არ იყო მთლი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა; მი­სი წარ­მო­სახ­ვა და ფიქ­რი ერთ ძაფ­ზე არ იყო აგე­ბუ­ლი; ისი­ნი დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი სინ­დი­ყის წვე­თე­ბი­ვით მი­მო­ფან­ტუ­ლიყ­ვ­ნენ.

“ჩვე­ნი მო­მავ­ლის გან­ჭ­ვ­რე­ტა არ ძალ­მიძს, ამი­ტომ მი­ვენ­დე გან­გე­ბა­სა და ლევ სო­ფი­ა­ნი­დის” – წერ­და ალექ­სან­დ­რე ცი­ბუ­ლევ­ს­კი.

იგი მო­ვი­და შუ­რა ცი­ბუ­ლევ­ს­კის დაკ­რ­ძალ­ვა­ზე.

მო­დი­ო­და ჩვე­უ­ლი რწე­ვით. და­ბა­ლი, მოკ­ლე­კა­ბი­ა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ახ­ლ­და და ჰგავ­და ლი­ოვ­კა კან­ჯო­გა­მობ­მულ ხო­მალდს.

 

1 2 3 4 5 6 7 8