სა­ნაც­ვ­ლოდ მთრთოლ­ვა­რე სიმ­შ­ვი­დე და­ე­უფ­ლა – კუთხე­ში შე­ყუჟ­ვის, გა­უნ­ძ­რევ­ლად ყოფ­ნის ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი სურ­ვი­ლი… მას ასე უფ­რო კარ­გად ეს­მო­და იდუ­მა­ლი ხმე­ბი, სუ­ლის სიღ­რ­მე­ში აღ­ძ­რუ­ლი რექ­ვი­ე­მი… აბ­ზინ­დის ბუჩ­ქის ჩუ­მი შრი­ა­ლი მის­თ­ვის ქარ­ტე­ხი­ლი­ვით ძლი­ე­რი და ყოვ­ლის შემ­ძ­ვ­რე­ლი იყო… ახ­ლა იგი, მო­წი­ფუ­ლი და გა­მოც­დი­ლი, თვალ­ნათ­ლივ ხე­დავ­და, რო­გორ მცირ­დე­ბო­და, პა­ტა­რავ­დე­ბო­და მი­სი კა­ცო­ბა, რო­გორ ამ­ბობ­და უარს მოქ­მე­დე­ბა­ზე, ღვაწ­ლ­ზე, რუ­დუ­ნე­ბა­ზე… ოღონდ აღარ ჰქონ­და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის თა­ვი.

 

* * *

ახ­ლა კი, ახ­ლა იგი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად იყო პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი და შეც­დო­მაც თვი­თონ და­უშ­ვა – თა­ვი­სი შეც­დო­მა – ენ­დო ადა­მი­ანს. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნის ნდო­ბა ისე­ვე ბუ­ნებ­რი­ვად ცოცხ­ლობ­და მის გულ­ში, რო­გორც სუნ­თ­ქავ­და, ცხოვ­რობ­და, უყ­ვარ­და მოყ­ვა­სი.

მე­რე, ისევ ქა­ლიშ­ვი­ლი წარ­მო­იდ­გი­ნა – შემ­კ­რ­თა­ლი და გაც­ბუ­ნე­ბუ­ლი ცი­დან ჩა­მო­ვარ­დ­ნი­ლი “დოვ­ლა­თით”. წარ­მო­იდ­გი­ნა, თვა­ლე­ბის ცე­ცე­ბით იღებს უბი­დან ჩაჭ­მუჭ­ვ­ნილ ფულს. ის გულ­ღია, პა­ტი­ო­სა­ნი ღი­მი­ლი კი შე­უ­ნარ­ჩუ­ნე­ბია… იმის გა­მო შე­უ­ნარ­ჩუ­ნე­ბია, რომ ამ პა­ტი­ოს­ნე­ბას არ ჰქონ­და ში­ნა­არ­სი, ეთი­კუ­რი ფეს­ვი… უბ­რა­ლოდ, ისე­ვე ახ­ლ­და გო­გო­ნას გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას, რო­გორც თვალს ფე­რი… ლევ სო­ფი­ა­ნი­დის კი ეგო­ნა, ის პა­ტი­ო­სა­ნი იერი ში­ნა­გან თვი­სე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ ეგო­ნა.

მწა­რედ გა­ე­ცი­ნა – ზის სა­კან­ში ლევ სო­ფი­ა­ნი­დი – არის­ტოკ­რა­ტი და სნო­ბი, მწიგ­ნო­ბა­რი და პო­ე­ტი, კა­ცი აღ­სავ­სე სი­კე­თი­თა და ირო­ნი­ით, და იმ ქა­ლიშ­ვი­ლის ბაკ­ხი­უ­რი ღა­მე­ე­ბის საზღა­ურს იხ­დის. სხვა­თა შე­ცო­დე­ბის მსხვერ­პ­ლი იყო ყო­ველ­თ­ვის, სხვა­თა და­ნა­შა­უ­ლი­სა და თავ­ნე­ბო­ბის მზღვე­ლი. ნუ­თუ იმის ხა­სი­ათ­ში არ­სე­ბობ­და რა­ღაც აუხ­ს­ნე­ლი, სა­ბე­დის­წე­რო, რი­თაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის “ლო­გი­კას” ჰქმნი­და.

სარ­კ­მ­ლის მიღ­მა, ტრა­მალ­ზე, ქარ­ბორ­ბა­ლა დაძ­რ­წო­და და თხე­მით ცის თა­ვანს ეხ­ლე­ბო­და.

ლევ სო­ფი­ა­ნი­დი კარ­გად იც­ნობ­და ტრა­მალს, იცო­და მი­სი გლუ­ვი ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბის ფა­სი და ისიც იცო­და – ადა­მი­ა­ნი ბუნ­დოვ­ნად აღიქ­ვამს ტრა­მა­ლის კი­დე­განს. იქ­ნებ ამის გა­მოა, მჭიდ­როდ რომ შე­მო­ფარ­გ­ლავს თა­ვის სამ­ყო­ფელს. იგი ტრა­მა­ლის სივ­რ­ცეს­თან ერ­თად კი არ ცხოვ­რობს, ვე­ე­ბა უსას­რუ­ლო­ბი­დან გა­მო­ყოფს პა­წა­წი­ნა წრე-სივ­რ­ცეს, ასე იზო­ლი­რე­ბუ­ლი, ჰერ­მე­ტუ­ლად ჩა­კე­ტი­ლი, მას­თან ერ­თად და­გო­რავს ტრა­მა­ლის ზურ­გ­ზე, კვალს არ ტო­ვებს. სა­დაც და­ი­ვა­ნებს, იქ­ვე უმოძ­რაოა და ჩამ­ყუდ­რო­ებუ­ლი, თით­ქოს ფე­ხი არა­სო­დეს მო­ე­ნაც­ვ­ლე­ბი­ნოს (ლევ სო­ფი­ა­ნი­დის ხში­რად უნა­ხავს და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი მომ­თა­ბა­რე­ნი. არის მათ ბა­ნაკ­ში ისე­თი სიმ­ყა­რე, მუდ­მი­ვო­ბა და სიმ­ყუდ­რო­ვე, რომ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, დი­ლით თუ აიყ­რე­ბი­ან და დაად­გე­ბი­ან უდაბ­ნოს უგ­ზო გზებს. ქა­რი და სი­ლა უცებ წაშ­ლის მა­თი საცხოვ­რი­სის ნაკ­ვა­ლევს.

ისი­ნი კი მი­დი­ან – ზღაპ­რულ ლო­კო­კი­ნა­სა­ვით უზარ­მა­ზარ­ნი და უსაზღ­ვ­როდ მცი­რე­ნი).

და­გო­რავს წრე-სივ­რ­ცე ტრა­მალ­ზე და თან ლევ სო­ფი­ა­ნი­დის რთულ წარ­მო­სახ­ვა­სა და ბავ­შ­ვურ ოც­ნე­ბებს და­ა­ტა­რებს.

 

* * *

“მე ვი­ცი, რა არის ღი­მი­ლი, – იტყ­ვის ერ­თხელ სო­ფი­ა­ნი­დი, – და­ღი­ვით მატყ­ვია და ხში­რად ჩემს ქცე­ვას, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ხან კი, შეძ­რ­წუ­ნე­ბით ვამ­ჩ­ნევ, რომ იმ ღი­მი­ლით ვი­ღი­მე­ბი, იმ ნაც­ნო­ბი და დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი ღი­მი­ლით.

ეს მა­შინ მოხ­და, აუხ­ს­ნე­ლი მსხვერ­პ­ლი­სა და უმიზ­ნო ზვა­რა­კის დროს… ჯერ კი­დევ ყმაწ­ვილს თავს მო­ძა­ლა­დე­თა გუნ­დი მად­გა.

ვი­დე­ქი დაბ­ნე­უ­ლი, სი­ნამ­დ­ვი­ლი­დან გა­მო­თი­შუ­ლი, სრუ­ლი პროს­ტ­რა­ცია, რა­ღაც­ნა­ი­რი გა­ნუც­დე­ლი სი­ცა­რი­ე­ლე და­მე­უფ­ლა და ვი­ღი­მე­ბო­დი. მე ვხე­დავ­დი იმ ღი­მილს; მლიქ­ვ­ნე­ლის, შეწყა­ლე­ბის მა­ვედ­რებ­ლის ქვე­შევ­რ­დო­მულ ღი­მილს – სა­ცო­დავ­სა და უსა­სოს… ვხე­დავ­დი მის ანა­რეკლს ცივ­სა და გა­მო­სარ­კულ თვა­ლე­ბის ფსკერ­ზე. ვხე­დავ­დი, მაგ­რამ არ შე­მეძ­ლო მი­სი ჩა­მო­რეცხ­ვა, ჩა­მოფ­ლე­თა, გაქ­რო­ბა…

 

1 2 3 4 5 6 7 8