როგორი სანახავი ვარ, რომ იცოდე,

,,ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ”,

გაშმაგებული სველი ცახცახით,

ან, როცა გაბრაზებული ბავშვივით,

ძალად დავეცემი ტაძართან,

თავს ვურტყამ თეთრ ქვებს,

რომ ღმერთი გამოვიდეს.

და გამოდის ვინმე ,,მამა ოხროხინე”,

რომელსაც არავინ კითხავს,

როგორ ვროხინებ!

შემომხედე, გალაკტიონ,

ამ ერთიანად ადუღებულ ქალს,

შეხედე ჩემს თვალებს,

მისგან გამოსულ მწვანე ველს,

ყველა ყვავილს რომ წამში მოაჭკნობს,

მაგრამ ,,არტისტულ ყვავილებს”?!

არა, შენი ჭირიმე! არა, ჩემი ჭირიშენ!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10