***

 

ქალწულო,

ოდესღაც მეც ვიყავი შენსავით უმწიკლო,

ნათელი შუბლით,

კაფანდარა ტანითა და

ვიწრო წელით მოფრიალე,

ოდესღაც მეც მქონდა აპრეხილი ძუძუები,

ვიხდენდი საბავშვო საქანელასაც,

დედის ფეხსაცმელიც ჩამიცვამს მოზარდ ასაკში,

იმთავითვე ვხდებოდი,

თუ რა ხმაურიანი ცხოვრება მელოდა,

მაგრამ ისე უნდა გამევლო ყოველი ბილიკი,

როგორც მშობელს სურდა.

 

გიმზერ და ვჯავრობ,

მოდგება დრო,

შენც გამოძვრები სუფთა გოგონას ტყავიდან,

გადაეშვები გაშლილ მკლავებში

და აი, მაშინ სულ სხვანაირი

მზე იყივლებს უცხო სისხამზე,

და ყველა ვარსკვლავი,

ბავშვობაში რომ ათასამდე დათვლილი გქონდა,

შავ ლაქებად დააჩნდება შენს მღვრიე ცას.

 

არ შეუშინდე

ამ ცხოვრებას,

შენ ქალად გაჩნდი,

ვალია შენი,

გააჩენ შვილებს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10