ქვრივო,

მოიშორე ეგ ძაძები,

მოდი, ბარში  დავსხდეთ,

მიამბე შენს მკვდარ ქმარზე,

რაზე საუბრობდა სიკვდილამდე,

შენგან არაფრით განვსხვავდები,

შენი კაცი მიწამ ჭამა ჩემი – დრომ. მოვლენ ახალი ხელები

ახალ დროში და

დაგენანება თეთრი კანის სიბერე,

გაუჯავრდები დახარჯულ ცრემლსაც.

 

შეიძლება, გაგიკვირდეს,

მაგრამ ეს აჭარული ხაჭაპური,

ასეთი მზისფერი,

უფრო მენანება მოსანელებლად,

ვიდრე ყუმი წარსული,

შეხედე,

როგორ ჰგავს ვან გოგის თვალს.

წესიც ხომ ვიცით,

როგორ ვიწყებთ ჭამას:

ყუა ყურივით  მოვამტვრიოთ,

მაგრამ, როგორ გინდა ჩაშალო თოხლო სიყვითლე?!

თითქოს თვალის გუგას ჩიჩქნი და

სანსლავ მთელ სინათლეს.

 

 

არ აუტირდე

ამ ცხოვრებას,

ვალია შენი,

შვილს დედა უნდა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10