მრუშო,
წარმოიდგინე,
წინა ცხოვრებაში ცხვარი იყავი,
მოვიდა მგელი, არ შეგჭამა,
გაკუნტრუშა და შენთან ერთად
დიდი ზეიმი გამართა გაშლილ ველზე,
წარმოიდგინე,
მგელს რომ ჰყვარებოდი,
ეყმუვლა და დაეცავი ყველა მტაცებლისგან…
არადა ღმერთმა ხომ შეგიყვარა?!
და მაინც, არც მგლის შიში,
არც ღმერთის ხათრი,
არც…
არ გაერიყო
ამ ცხოვრებას,
ვალია შენი,
სჭირდები შვილებს.
ხშირად გამეფიქრება,
კაცი რომ არ გვეფერებოდეს,
არ გვიბრაზდებოდეს,
ხანდახან ტრაკზე ხელს არ წამოგვარტყამდეს,
ბოლოს არ გვიკვდებოდეს,
ფასი არ ექნება ქალის გაჩენას! მოვიდოდით ბრინჯივით მიმობნეული,
,,ერთი აყვავება ნეხვიც ხომ აყვავდა”?!
ქალებო,
ერთი პოეტი ვიცი,
ამას წინათ მთაზე ავიდა,
ცხვირ-პირს პეშვები ააფარა და
ყველას გადმოგყვირა:
,,მე რომ მოვკვდი, ყველა ქალი დაქვრივდა”.