ჩემო გალაკტიონ,

შენც – ნოემბრის, მეც – ნოემბრის,

შენ – კაცი, მე – ქალი.

ქალი, გალაკტიონ,

მერი, გალაკტიონ,

ოლია, გალაკტიონ,

ნინო, გალაკტიონ

აგე, ირაც, გალაკტიონ!

და ყველა ერთად, ლურჯა ცხენებით გაქანებულნი,

და ყველა ერთად, მთაწმინდის მთვარეზე მოქანავენი,

და ყველა ერთად, სიოთ მომქროლი,

და ყველა ერთად, ჩამავალ მზეს ჩამყოლი!

აჰა, დამცინე, გალაკტიონ!

აჰა, მიყვირე, გალაკტიონ!

აჰა, მიდარდე, გალაკტიონ

აჰა, მიტირე, გალაკტიონ!

აჰა, მიმღერე, გალაკტიონ!

სად ხარ, გალაკტიონ?!

აღსდექ, გალაკტიონ!

წერე, გალაკტიონ!

ვწეროთ, ბიძიკო.

წერე, შენი ჭირიმე!

ვწეროთ, ჩემი ჭირიშენ!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10