ამას წინათ პარკ ოქროს კარიბჭეში

ერთი კაცი ცოლთან ერთად

თვალუწვდენელ მდელოზე მოდიოდა

ის მდელო იყო მთელი სამყაროს მდელო

კაცს მწვანე აჭიმები ეკეთა

და ძველი შელახული ფლეიტა ეჭირა

ხელში

მის ცოლს  ყურძენი მოჰქონდა

და გზადაგზა ციყვებს აჭმევდა

ხელისგულიდან

და მერე  ორივემ გადაიარა

ის უზარმაზარი მდელო

რომელიც იყო მთელი სამყაროს მდელო

და მერე

ყველაზე მყუდრო ადგილას სადაც ხეები თვლემდნენ

და როგორც ჩანს, მთელი სიცოცხლე ამ წყვილს

ელოდნენ

დასხდნენ ერთად ბალახზე ისე რომ

ერთმანეთს არ  უყურებდნენ

და ჭამეს ფორთოხალი

ისე რომ ერთმანეთს არ უყურებდნენ

და ქერქი ჩაყარეს

პატარა კალათში რომელიც

ეტყობა ამისთვის წამოიღეს

ისე რომ ერთმანეთს არ უყურებდნენ

და მერე

კაცმა გაიხადა პერანგი და  მაისური

ქუდი სახეზე

ჩამოიფხატა

და ქუდს ამოფარებულმა

უსიტყვოდ დაიძინა

და მისი ცოლი იჯდა  უყურებდა

ჩიტებს იქვე რომ დაფრინავდნენ

და ერთმანეთს ისე ეძახდნენ

თითქოს ეგზისტენციალურ საკითხებს არჩევენ

ან რაღაცის გახსენებას ცდილობენო

და მერე

ქალიც დაწვა

იწვა და უყურებდა ზევით

არაფერს

თითებს ძველ ფლეიტაზე ათამაშებდა

რომელზეც არავინ უკრავდა

და ბოლოს გადახედა

კაცს

სახეზე განსაკუთრებული არაფერი ეწერა

მხოლოდ სადღაც თვალის კუთხეში  გამოკრთა

მძიმე დეპრესია

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10