#8

იმ სახეს სიბნელე

წამში კლავდა

იმ სახეს სულ ადვილად აზიანებდა

სიცილიც და სინათლეც

 

ღამით სულ სხვა აზრები მოგვდის თავში

მითხრა ერთხელ და

უკან ზანტად გადაწვა

 

კოკტოს ციტირება უყვარდა

 

მე ვგრძნობ ანგელოზს ჩემში

ა ის ჩემით შეძრწუნებულია

– ხშირად მეტყოდა

 

გამიღიმებდა თვალს მომაშორებდა

სიგარეტს მოუკიდებდა მომაწვდიდა

ამოიოხრებდა ადგებოდა

 

გაიზმორებოდა

ნატიფი სხეული მოეშვებოდა და

 

წინდა ნელ-ნელა ჩამოუცურდებოდა.

 

 

ტრამპის ტროას ცხენი

ჰომეროსმა  ვერ იცოცხლა იქამდე

რომ მოეთხრო ტრამპის ტროას ცხენის –

თეთრი სახლის შესახებ

საიდანაც პრეზიდენტის ხალხი

ჩნდება და დემოკრატიას ამხობს   და

მსოფლიოს აბსოლუტურ მმართველად

კორპორაციები მოჰყავს

უფრო ძლევამოსილი ვიდრე ერები

და ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ გვძინავს

ქედი მოიხარე, შენ, უბრალო ადამიანო,

ქედი მოიხარე!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10