მე ველოდები

მე ველოდები ჩემს რიგს რომ აზრი გამოვთქვა

და მე ველოდები სასწაულის აღორძინებას

და მე ველოდები რომ

ვიღაც მართლა აღმოაჩენს ამერიკას

და დაიყმუვლებს

და მე ველოდები

ახალი სიმბოლური დასავლეთის საზღვრის

აღმოჩენას

და მე ველოდები

რომ ამერიკული არწივი ფრთებს მართლაც გაშლის

გასწორდება  და იფრენს მარჯვნივ

და მე ველოდები შფოთვის ეპოქის*

ბოლოს

და მე ველოდები

ომის  დასასრულს, რომელიც

სამყაროს ანარქიისთვის

უსაფრთხოდ აქცევს

და მე ველოდები

ყველა სახელმწიფოს

სრულად გაქრობას

და მე მუდმივად ველოდები

სასწაულის აღორძინებას.

და მე ველოდები მეორედ მოსვლას

და მე ველოდები რელიგიურ განახლებას

რომ არიზონას შტატს  გადაუაროს

და მე ველოდები რომ  მრისხანების მტევნებს**  მოიმარაგებენ

და მე ველოდები

როდის დაამტკიცებენ, რომ ღმერთი ნამდვილად ამერიკელია

და მე ველოდები

 


*შფოთვის ხანა – უ.ჰ ოდენის პოემა Age of Anxiety

**მრისხანების მტევნები – ჯონ სტაინბეკის რომანი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10