ყველაფრის პირველი და ბოლო

დედამიწაზე პირველი განთიადით აღტაცება

ადამიანის პირველი შეყვირება პირველ ნათელში

პირველი ციცინათელის ციმციმი ღამით

პირველი კეთილშობილი ველური პირველი ერექციით

პირველი სიმღერა სიყვარულზე და სასოწარკვეთის ორმოცი ამოკივლება

ვიკინგების პირველი სვლა  დასავლეთისკენ

ახალი სამყაროს პირველი ნიშნები დანახული

ესპანეთის გალიონის ყვავის ბუდიდან

პირველი თეთრი სახე, რომელმაც ადგილობრივი ამერიკელი იხილა

პირველი ჰოლანდიელი ვაჭარი მანაჰატაზე

პირველი მაცხოვრებელი პირველ საზღვარზე

პირველი სახლი ტკბილი სახლი ასე ძვირფასი

პირველი  მატარებლის წინა ვაგონი გეზით დასავლეთისკენ

ლუისისა და მარკის მიერ ოკეანის პირველი ხილვა

პირველი დაყვირება მისისიპიზე; „მარკ, ტვენ!“

პირველი დესეგრეგაცია ჰეკისა და ჯიმის  ტივზე ღამით

პირველი ბიზონისთავიანი ხუთცენტიანი და ბოლო ბიზონი

პირველი მავთულხლართები და ბოლო ღია სივრცე

ბოლო კოვბოი ბოლო საზღვარზე

პირველი ცათამბჯენი ამერიკაში

ბეისბოლის პირველი ჩაწოდება იანკის სტადიონზე

პირველი მდოგვიანი ჰოთ დოგი პარკში

პირველი ომი რომელიც დაასრულებს ყველა ომს*

მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა კავშირის უკანასკნელი წევრი**

და უკანასკნელი კათოლიკე ანარქისტი

უკანასკნელი ცოცხალი წევრი აბრაამ ლინკოლნის რაზმიდან

უკანასკნელი ბოჰემა ბერეტით

უკანასკნელი უბრალო პოლიტიკოსი და პირველი მოპარული არჩევნები

პირველი თვითმფრინავი რომელიც ტყუპებს შეეჯახა

და საყოველთაო ნაციონალური პარანოის დაბადება

პირველი  პრეზიდენტი რომელიც  გახდება საერთაშორისო დამნაშავე

დანაშაულებისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ

რაც ამერიკას ტერორისტულ ქვეყანად

აქცევს

ამერიკის კორპორაციული ფაშიზმის ბნელი გარიჟრაჟი

ბოლოს წინა თავისუფალი სიტყვის რადიო

ბოლოსწინა დამოუკიდებელი გაზეთი რომელიც ჯოჯოხეთს აღზევებს

ბოლოსწინა დამოუკიდებელი წიგნების მაღაზია საკუთარი შეხედულებებით

ბოლოსწინა მემარცხენე ობამას ნირვანას ძებნაში

უოლ სთრითის ოკუპაციის პირველი მშვენიერი დღე

ამ კონტინენტზე ახალი ქვეყნის დასაარსებლად!

 


*იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი War to End All Wars

** Wobbly, ორგანიზაცია IWW -ს წევრი

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10