ღმერთის ეკრანზე ხილვას

ეკლესიის საკურთხეველში

მთავარია  ტელევიზორში იმ არხს მიაგნონ

და მე ველოდები

რომ საიდუმლო სერობა ისევ გაიმართება

ოღონდ ახალი უცხო კერძებით

და მე მუდმივად ველოდები

სასწაულის აღორძინებას.

და მე ველოდები როდის ამოიძახებენ ჩემს ნომერს

და მე ველოდები რომ სათავეში მოვა ხსნის არმია

და მე ველოდები რომ კურთხეულ იქნებიან თავმდაბლები

და მემკვიდრეობით ერგებათ დედამიწა

ყოველგვარი გადასახადის გარეშე

და მე ველოდები

რომ ტყეები და ცხოველები

დედამიწის მათთვის დაბრუნებას მოითხოვენ

და მე ველოდები რომ გამოინახება გზა

ყველა სახის ნაციონალიზმის დასამსხვრევად

ისე, რომ არავინ მოკვდება

და მე ველოდები

რომ წვიმასავით წამოვლენ ჩიტები   და პლანეტები

და მე ველოდები რომ ახალი სასწაულის აღორძინების ჟამს

საყვარლები და მოქვითინენი

ისევ ერთად დაწვებიან

და მე ველოდები  რომ დიად დაყოფას გადალახავენ

და მე გულისფანცქალით ველოდები

როდის აღმოაჩენს ერთი ჩვეულებრივი ექიმი

მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს

და მე ველოდები

რომ ჩადგება  ცხოვრების ქარიშხალი

და მე ველოდები ბედნიერების საძიებლად გამგზავრებას

და მე ველოდები რომ ამერიკას მოადგება

განახლებული მეიფლაუერი*

დასურათებული ამბებითა და ტელე-უფლებებით

 


*მეიფლაუერი  – ხომალდი, რომლითაც 1620 წელს პილიგრიმები ამერიკაში  ჩავიდნენ

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10