რომელსაც წინასწარ მიყიდიან ადგილობრივებს

და მე ველოდები

რომ დაკარგული მუსიკა ისევ აჟღერდება

დაკარგულ კონტინენტზე

სასწაულის აღორძინების ჟამს.

და მე ველოდები დღეს

რომელიც ნათელს მოჰფენს ყველაფერს

და მე ველოდები

სასწაულის აღორძინებას

და მე ველოდები შურისძიებას

იმისთვის, რაც ამერიკამ ტომ სოიერის

მიმართ ჩაიდინა

და მე ველოდები

რომ ელისი საოცრებათა ქვეყანაში

მე გადმომცემს უმანკო სიზმრებს

და მე ველოდები რომ

ჩაილდ როლანდი*

ბოლოს მაინც მიაღწევს ყველაზე ბნელ კოშკს

და მე ველოდები

რომ სასწაულის აღორძინების ჟამს

განიარაღებისადმი მიძღვნილ ბოლო კონფერენციაზე

აფროდიტეს ნამდვილი ხელები ამოეზრდება**

და მე ველოდები

რომ ჩემი ადრეული ბავშვობის გახსენებით

მივიღებ მინიშნებებს

მარადიული ცხოვრების შესახებ

და მე ველოდები

მრავალი მწვანე დილის დაბრუნებას

ახალგაზრდობის მდუმარე მწვანე მინდვრების დაბრუნებას

და მე ველოდები

სპონტანური ხელოვნების ძალას

რომ შეარხიოს ჩემი საბეჭდი მანქანა

და მე ველოდები რომ დავწერ

დიად წარუშლელ ლექსს

და მე ველოდები

ბოლო ხანგრძლივ გულწრფელ აღტაცებას

და მე მუდმივად ველოდები

რომ  შეყვარებულები ბერძნულ ლარნაკზე***

ერთმანეთს იპოვნიან და ჩაეკრობიან

და მე მუდმივად და მარად ველოდები

სასწაულის  რენესანსს.


* ჩაილდ როლანდი – რობერტ ბრაუნინგის პოემის „ჩაილდ ოლანდი მივიდა ბნელ კოშკამდე“

 **ვენერა მილოსელი (Vénus de Milo) აგრეთვე ცნობილი როგორც აფროდიტე მილოსელი, ძველი ბერძნული ქანდაკება.

*** ბერძნული ლარნაკი – ჯონ კიტსის „ოდა ბერძნულ ლარნაკს“

1 2 3 4 5 6 7 8 9 10