არდორფი

 

ბატების ეს ფრთების ფართქუნი ეზოში

და თხები ყელს რომ მოიღერებენ…

გათენებისას ძლივს გეღირსება თვალის მოხუჭვა.

მის სხეულს საჭმლის გაგონებაც არ უნდა, მაგრამ

გონება უხმობს:

რაღაც მაინც უნდა აიღო,

ასე მშიერი როგორ უნდა ჩაწვე საფლავში,

და სათქმელიც ხომ ჯერ კიდევ გაქვს, თუნდ ერთი სიტყვა.

ღუმელი ისევ თბილია, ღვივის,

შემიძლია ნაღვერდალი მოვჩხრიკო და ავაბრიალო

და სიცივეც აღარ იქნება.

ამ ტელეფონს კი ყოველ ჯერზე შეუძლია, ძილი დაუფრთხოს.

ვერ გაიგებ, გარეთ წვიმაა, თუ თოვლი მოდის,

ასე თუ ისე, ნაკვალევს მაინც არ დავტოვებ,

ბლანკენჰაიმის სადგურამდე ისე გავივლი.

სიარულის დროს ჯოხიც არ მინდა, მე ხომ სისხლი

ჯერაც მიდუღს ძარღვებში,

მდინარესავით ყავისფერი, აზვირთებული.

 

1 2 3 4 5 6 7 8