Déjà vu

 

ოღონდაც ხელი არ აიღო ჩემი თმებიდან

და გადამისვი თავზე, თმის ქვეშ მთრთოლვარე კანზე,

გადამისვი მშვიდად, კიდევ, დაუსრულებლად.

როგორ მიმღვრევენ სულს იატაკის ეს ფიგურები,

მიამბე რამე, სულ ერთია, მელაპარაკე.

ყველა შიში, აქამდე მხოლოდ სურათებად

წარმოსახული, გაცოცხლდა და უწყვეტად მიტევს,

ეს ფირფიტაც მუდამ ასე ხტება და ხტება

და ეს წყეული სიმღერაც რომ თან იცი და თანაც არ იცი.

არ შეგიძლია რომ გაიქცე შენი კანიდან, გონებიდან,

წამის წამიც კი გეჩვენება საშინელებად

და წარმოთქმული ყველა ფრაზა – შოკად და დარტყმად,

ყველა სიტყვას აქვს წონა, სიმძიმე, მითრევენ,

სურათს არ შეუძლია, რომ ასე მომსპოს,

ოღონდაც ხელი არ აიღო ჩემი თმებიდან

და გადამისვი თავზე, თმის ქვეშ მთრთოლვარე კანზე,

გადამისვი მშვიდად, კიდევ, დაუსრულებლად.

 

1 2 3 4 5 6 7 8