ნორბერტ ჰუმელტი
ნორბერტ ჰუმელტი
ნორბერტ ჰუმელტი თანამედროვე გერმანულ პოეზიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაფასებული ავტორია. მის ლექსებში ისმის აიხენდორფის რომანტიკული ინტონაციები და შტეფან გეორგეს პოეტიკის გამოძახილი, რომელთა ესთეტიკასაც ჰუმელტი თანამედროვე პოეზიის ენას არგებს.  2016 წელს გამოცემული მისი კრებული „განსაწმენდელი“ კი  დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ ეხმიანება. ჰუმელტი პროფესიონალი მთარგმნელია, მას ელიოტის და იეიტსის მთარგმნელად იცნობენ. ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს პროექტებში, რაც ბწკარედიდან თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპელ ავტორთა ლექსების გერმანულ ენაზე გადატანას ემსახურება. 1962 წელს რაინისპირა ქალაქ ნოისში და...

ნორბერტ ჰუმელტი თანამედროვე გერმანულ პოეზიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაფასებული ავტორია.

მის ლექსებში ისმის აიხენდორფის რომანტიკული ინტონაციები და შტეფან გეორგეს პოეტიკის გამოძახილი, რომელთა ესთეტიკასაც ჰუმელტი თანამედროვე პოეზიის ენას არგებს.  2016 წელს გამოცემული მისი კრებული „განსაწმენდელი“ კი  დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ ეხმიანება.

ჰუმელტი პროფესიონალი მთარგმნელია, მას ელიოტის და იეიტსის მთარგმნელად იცნობენ. ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს პროექტებში, რაც ბწკარედიდან თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპელ ავტორთა ლექსების გერმანულ ენაზე გადატანას ემსახურება.

1962 წელს რაინისპირა ქალაქ ნოისში დაბადებული პოეტი ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და საქმიანობს.  ესეისტიკა, სარედაქციო საქმე და რადიოგადაცემები მისი მოღვაწეობის შემადგენელი ნაწილია. ბოლო წლებში ნორბერტ ჰუმელტმა რამდენიმე რადიოგადაცემა ქართულ პოეზიაზეც გააკეთა. „მე არ შემიძლია წავიკითხო ქართული ლექსი დედანში, მაგრამ მივხვდი მის აგებულებას და ხასიათს“ – გვითხრა ერთ-ერთი შეხვედრისას.

გასულ წელს ნორბერტ ჰუმელტს ჰელტის პრემია გადაეცა. ეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა გერმანულენოვან პოეზიაში, რომელიც მე-18 საუკუნის პოეტის ლუდვიგ კრისტოფ ჰაინრიხ ჰელტის (1748-1776) სახელს ატარებს.

მეტი მაჩვენე ნაკლები