მერმუთი

 

ეს ერთადერთი ადგილია, სიბერე რომ არ მეკარება.

ძველებურად ვდგავარ ტყეში გვიმრებთან ერთად

და მაყვლებიც აქა მწიფობენ,

ბილიკები რომ უხვევდა გზიდან მოკლეზე.

სამრეკლოს ზარსაც კვლავ ვახმიანებ

ტყეში შემალულ თეთრ პატარა ეკლესიაში.

სოფლის შარაზე კაცი მოჩანს,

ეს სულ აქ იყო, ლურჯ სპორტულებში,

ხელის ურიკით ჩამოივლის,

ვერ მხედავს, მაგრამ ხელს მაინც ვუქნევ.

დედამისი ორი წლის წინ გარდაიცვალა,

იძახის: კიდევ ერთი წელი

და აზრზე მოვალ. მამამისი ჯერაც ჯანზეა,

მარტო ცხოვრობს და სახლში მუდამ

გათბობა აქვს თურმე ჩართული,

იმ ოთახებშიც, იშვიათად რომ შედის ვინმე.

ესიზმრება, რომ ძროხები დაკარგა და

უნდა, ეზო სწრაფად გადაჭრას, ბოსელს დახედოს.

ეკლესიის სამრეკლოდან ზარის ხმა ისმის.

ვიცი, ვერასდროს მოვცილდები მე ამ ადგილებს,

და ასაკიც არასოდეს მომემატება,

გვიმრებთან ერთად ძველებურად ვიდგები ტყეში.

 

1 2 3 4 5 6 7 8