ღამის კაფე

 

არავინ არ ვარ, მხოლოდ ერთი, ვინც ფხიზლობს ღამით.

ზოგს მთელი ღამე ახველებს და წვალდება ამით.

კარის ღრიჭოდან უბერავს და ტანში მამცივნებს,

გარეთ ოქროსფრად ლამპიონის შუქი ციმციმებს.

ვიღაც ფანჯარას უკაკუნებს გაუბედავად,

ისე ჩამესმის, თითქოს ტვინში რკინას ჭედავენ.

ვაძლევ ხუთ პურს და ყველსაც ვუდებ, მაგრამ ამაოდ,

ის მაინც ფიქრობს, მეღირსება ნეტავ, ჭამაო?

შონჰაუზერის ქუჩაზე კი არ წყდება ხმები,

დაუსრულებლად მოფრიალებს ფიფქების წყება.

და განა ვინმე, მე ისა ვარ, ვინც ფხიზლობს ღამით,

ვიღაცა ისევ ახველებს და  წვალდება ამით.

 

 

გერმანულიდან  თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა

 

1 2 3 4 5 6 7 8