შენი კატა, ჩვენი სიყვარული

 

იცი, როგორი სიყვარული მომენატრა?

მივლინებიდან გამთენიისას რომ ბრუნდებოდი,

ჩვენს პატარა და მაინც ძალიან დიდ სახლში  ფეხაკრებით  შემოდიოდი,

გეგონა, მეძინა,  მე კი სავარძელში კატასავით მოკუნტული გხვდებოდი

და ეჭვნარევი ხმით გეკითხებოდი:

– კარგი იყო იმ ქალთან?

–  რა თქვი, გოგო?! – ბოლო ხმაზე დამიყვირებდი

და იმ  წამსვე ვხვდებოდი, რომ არ მატყუებდი,

თან მიხაროდა, რომ გამწარდი და გეწყინა…

მერე ყავას ვსვამდით ჩვენი საყვარელი ჭიქებიდან,

შენ შაქრით, მე – უშაქროდ

და ერთმანეთისგან სიტყვებს ველოდით.

მაგალითად, ასეთს:

– გინდა, ფილმს ვუყუროთ?

ან: – ძაღლმა საჭმელი შეჭამა?

ან: – რა საყვარელი ბეწვი აქვს არა, ჩვენს ძაღლს?  როგორ მოუხდა ახალი შამპუნი…

მაგრამ ვდუმდით,  ფილტებში   კი  მარტო ყავის  სურნელი ჩაგვდიოდა.

ჩვენ გარშემო ყველაფერი შრიალებდა  – ჩვენ ისევ ვდუმდით…

მერე თავიდან იწყებოდა. . .

რატომ უნდა მოგენატროს ასეთი მდუმარება,

მაგრამ ახლა უცებ ძალიან მომინდა  ძველ ამბებში დაბრუნება,

კიდევ: პასქა, აღდგომას რომ გამომიცხვე –

ქიშმიშით და ცუკატებით ისე იყო გაძეძგილი,

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მეგონა;

კიდევ: თოვლი, იქამდე რომ გამიკვალე,  სანამ ერთად გავივლიდით;

ჩვენი ძაღლი, ყოველთვის რომ ერთად ვბანდით

 

 

1 2 3 4 5 6 7 8