სოფო წულაია
სოფო წულაია

დავიბადე 1985 წლის 11 მაისს სოხუმში. დავამთავრე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 11 წელი ვმუშაობდი სკოლაში სახვითი ხელოვნების პედაგოგად, პარალელურად ვმუშაობდი საპატრიარქოს ტელევიზიაში ჟურნალისტად და მონტაჟის რეჟისორად. 2013 წელს გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი „საუბრები ლიტერატურაზე“ – კრიტიკული წერილებისა და ესეების კრებული. 2010 წლიდან ჩემი კრიტიკული წერილები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ლექსების წერა დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე.