***

შენც გიყვარს

ეს სიტყვა – თანალმობა,

როცა წაქცეულ ცხოველს

მათრახს კი არ გადაუჭირებ,

გვერდით მიუწვები

და აყვირებულ თვალებში ჩახედავ.

გულისწამღებად იცინიან

ყინულზე მოსრიალე ბავშვები

გამოვლილ ზღაპარში.

ასე როგორ გაიზარდნენ

და გამოშრნენ,

როგორ იქცნენ სილის ადამიანებად?

ისეთი იოლია,

სახეზე აიფარო

გაუმჭვირვალი ხელების ფარდა,

ისეთი იოლია,

აღარ ხედავდე

წყალშემდგარი მოხუცების უმწეო პირებს,

თითქოს გაღმიდან რომ გეძახიან,

ხიდები კი რა ხანია,

აღრიალებულმა მდინარემ წაიღო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10