***

ჩემი ლექსები ითარგმნება,
აი ასე – ქართულიდან ქართულად.
შემომხვდებიან ზოგჯერ
და მეხათრება ვუთხრა,
თუ როგორ არ შვენით
ეს დიბა-ატლასი
და არც მაღალი ქუსლები უხდება

ართრიტიან ფეხებს.
ქეთ, სანამ საფრანგეთი
დაიტაცებდეს და იტალია,
მირჩიე,
როგორ არ ჩამიდგეს
ვინმე კვალში,
როცა არც თოვლია
და არც უმთვარო ღამე.
როგორ დავამგვანო
ჩასახრჩობად განწირულ კუდიანებს,
როგორ ვწერო ისე,
რომ არავინ შეიყვაროს
ჩემი დაკონკილები.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10