ამან გამახსენა ერთი მსუნაგი, ცოდვილი და ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანის ამბავი, ეკლესიაში რომ შევიდა, სანთელი დაანთო და უფალი განიკითხა:

“ღმერთო, არავისთვის კარგი არ გამიკეთებია და ასე სასტიკად  რატომ მსჯიო!”…

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ქალბატონმა იპოლიტამ სიკეთე დათესა, რაღაც ძალიან კარგი გაუკეთა მოკლულს… იმდენად კარგი და გრანდიოზული, რომ მადლობის სათქმელად მისულ უცნობს შერცხვა გულმავიწყი პროფესორისთვის ამ სიკეთის შეხსენება…

ეეჰ, ცხოვრება ბოროტი მასხარაა, ადამიანთა ბედის ამრევ-ჩამხლართავი.

ყველამ ვნახეთ, თუ როგორ შეაბრუნა, როგორ ამოატრიალა ამ ორი პიროვნების ბედი… ფაქტიურად აქ ორივე გარდაიცვალა.  ო რ ი ვ ე  მოკვდა იმ ცხოვრებისთვის, რომლითაც ისინი აქამდე ცხოვრობდნენ…

რა შუაშია აქ მიშელ ფუკოს სწავლება, ან ფრანსისკო გოიას ძაღლი?

თუმცა ამ ამბავს სხვა მხრიდან თუ შევხედავთ და დავაკვირდებით, დავინახავთ და მიხვდებით რომ, დიდი სასწაული მოხდა…

ტრაგედიამ თუ დრამამ, უკვე ყველასგან ხელჩაქნეული ქრონიკული ავადმყოფი, ჩვენი “სტივენ ჰოკინგი”, ქალბატონი იპოლიტა ფეხზე დააყენა და…

და, რაა?

ღმერთო, ჩემო რა არ ხდება ამ ბედკრულ დუნიაზე?!…

ჰოო. სულ დამავიწყდა. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი იპოლიტა ამჟამად კომაშია.

როცა სენეგალში, დაკარის უნივერსიტეტში იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად, ავარიაში მოყვა.

მანქანას, რომელიც ქალბატონ იპოლიტას გზაზე გადასვლისას დაეჯახა, მართავდა ვინმე – პროჯერ ბატჰოუზი, ფეხებმოწყვეტილი ინვალიდი.

დააკვირდით!

სენგალი – სენაკი.

პროჯერი – პროკოპი.

ბატჰოუზი – აბანო.

მსხვერპლი, ქალბატონი იპოლიტა ყოფილი ინვალიდი – დამნაშავე, ინვალიდი მძღოლი.

მკვლელობა – ავარია!

დანარჩენი თქვენ იფიქრეთ და დასკვნებიც თავად გამოიტანეთ, მე კი “პაასს”…

მაინც რა შუაშია აქ მიშელ ფუკოს სწავლება, ან ფრანსისკო გოიას ძაღლი?

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8