***

ტანი ჰქონდა და სხვა ტანები სიარულში ეჯიბრებოდნენ.

თავი ჰქონდა და სხვებზე მეტად ტრიალი ისე მოიხდინა,

გეგონებოდა საბრუნავი მექანიზმი გადააყლაპეს.

თვალი ჰქონდა და მასთან გამომშვიდობების გამბედაობა

ანტიკური გმირებისგან გაიძლიერა.

ნაწავიმარ დარში ზეცის ალიკაპს დაეძებდა

ფერებისთვის რომ დაებღვირა.

გრძნობა ჰქონდა და სხვების ნაბიჯს იმ გზას უთმობდა,

სადაც თვითონვე ეცემოდა, ახალს ეძებდა, იქვე ჯდებოდა,

გამვლელი რომ ემხილებინა სიყვარულში.

რკინის ჩიტები შავ ღრუბლებში როცა ყურჭავდნენ,

თითებს ნასკვავდა, ნესტოები ებერებოდა.

უთქმელ ამბავში  გადაზრდილი ტანის ბარბაცით

ერთი ზამთრით მეტი მაცოცხლაო, ამას ნატრობდა.

გათენებამდე მიდიოდა იმ მინდვრებისკენ,

რომელზეც რუხი საქონელი ზანტად გროვდება,

ახლად მოხარშულ კარტოფილით ითბობდა ბეჭებს,

საზურგე ჩანთა მხრებით მიჰქონდა

და ხელჯოხიდან გამომავალ უსასრულობას

იბჯენდა მკერდზე.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10