კარნახირება

 

გზაო შეეკარი ნაბიჯებს.

ცაო შეიხორცე თაღი.

ვიდრე გადმოცვივდა მთვარიდან

სხივზე წამოცმული თვალები.

უგუგო ფოსოების დანახვისას

ვისი ამბავი გაახსენდებათ?

ან ვის  ცხოვრებას გამოჩხრეკენ

ნაცრით გავსებული ბუხარივით.

შენც არ მომიკვდე გაზაფხულო,

მისულ-მოსული ჭკუისა ხარ,

უამინდობაში დავბინავდი,

თავს ვიმეტებ და ვიკარგები.

როგორ გადავურჩე საკუთარ ხმას

მზეო – ბოლოჯერ მიკარნახე.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10