შემჩნევა

 

გათოკილია სიყვარული ალბათ ახლობელ

ადამიანის გულში, უფრო ვიდრე ადვილად

მისაგნებ ადგილს შეამჩნევენ. ნედლი ბალახი

პირველად ვნახე დაქელილი იყო ამ დილით.

ჩაყოლა ერქვა ჩათრევასთან საპირისპირო

მდგომარეობას. რას იჩემებს  შაშვი ტოტიდან,

ან ქანაობით, გაფხორებით? საპაპიროსე

უჯრა სავსეა გამომშრალი მწკლარტე  თუთუნით,

რომლისგან  ალბათ ასი ღერი მაინც გამოვა,

მათი ბოლივით გამართლებაც წავა არსაით.

ხანდახან კრუნჩხვა წამოგივლის უფრთო მაგივით

და მოგინდება გაიძურწო ყველა გარსიდან,

სადაც შეგინდეს, შეგითავსეს, გძერწეს, გიომეს,

მოგისაკლისეს, მოგიმდურეს, გზომეს, ირიბად,

მიუხედავად ყველაფრისა მაინც გაამოს

რაც მოასწარი, რაც გადმოგცდა მშრალი პირიდან

და დღემდე კორტნი გაფიცხებულ ადამიანებს,

თითქოს იმ ძილით თავს იძვრენდე

რომელშიც ცხოვრობ.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10