გაქვავებული დღეები

 

როდისმე გაქვავდებიან დღეები,

ჩაღრმავდებიან და წვიმას ჩაიყენებენ,

ჩაგორდებიან მათკენ,

ვინც გამოტოვა სიყვარული.

ჩაუქცევენ ცახცახით შერყეულ ხერხემალს;

ჩემი თვალის წონა – ყველა ლოდზე მძიმე იქნება,

მასში თითის ამოსმა კი ერთი უხმაურო სასწაული,

საიდანაც ცვენას დაიწყებს არნახული დაუდევრობა,

ჩემი პოეზიის გამხელით რომ მოვიმარაგე;

როდისმეში გაქვავებული დღეები

ვარდნის სიჩქარეს დაკარგავენ

და მხოლოდ სიცარიელე შერჩებათ შუამავლად

ახალი ცხოვრების დაწყებით აწრიალებულ ადამიანებს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10