საქართველოს პრეზიდენტი კი ლონდონშია. სალომე ზურაბიშვილი ვესტმისტერის სასახლეში, დედოფალ ელისაბედ მეორის პანაშვიდზე მივიდა და ხვალ დაკრძალვასაც დაესწრება. დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ინგლისში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტიც. ცერემონიას ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ლიდერი და მაღალჩინოსანი დაესწრება. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში უკვე იმყოფებიან კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები. დედოფლის დაკრძალვას ევროპის სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახებიც დაესწრებიან. ცერემონიაზე მიწვეული არ არის რუსეთი, ბელარუსი, მიანმარი, სირია, ვენესუელა და ავღანეთი. ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ნიკარაგუა კი მხოლოდ ელჩების დონეზე იქნებიან წარმოდგენილი.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს ხვალ უინძორის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.