ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროფესიულ სასწავლებელ სახელობო სკოლის“ სახელოსნოებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, მინის ნაკეთობები, ტანსაცმელი და თექის ნაწარმი. გამოფენა 13 იანვრამდე გაგრძელდება.