ძველი ხიბულას ახალი იერსახე.
სახლში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ორსართულიან სახლში, რომელსაც აგვისტოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, სახლ-მუზეუმს აწყობენ. გეგმის მიხედვით, სახლს პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნონ. მემორიალურ მუზეუმში ფოტო-მასალები და ზვიად გამსახურდიას ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.
სოფელში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება.