3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ზვიად დევდარიანის დაკითხვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან დეტალებზე არ ისაუბრა და განმარტა, რომ იგი მზად არის ითანამშრომლოს ყველა უწყებასთან და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა.
ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 23 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.