„სიდას“ ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა იმართება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესსექტორთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და ამ მიმართულებით რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობენ.

მსგავსი ტიპის შეხვედრები, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით,  უკვე გაიმართა საქართველოს მასშტაბით ხუთ რეგიონში.