არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესსექტორთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და ამ მიმართულებით რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობენ.
მსგავსი ტიპის შეხვედრები, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე გაიმართა საქართველოს მასშტაბით ხუთ რეგიონში.