არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი

12:26, 05.11.2024

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა. პარალელურად, ამ წუთებში ადმინისტრაციაში შეკრებილები არიან ცესკო-ს წევრები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებს წარმოადგენენ. შეხვედრის მიზანი, სამოქმედო გეგმაზე მსჯელობაა. დაგეგმილია ბრიფინგიც.

ხატია ჯამალაშვილი დეტალებით #მოამბე

მსგავსი