ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველს და შსს-ს მიმართავს

სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველს და შსს-ს მიმართავს.

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველს დასკვნის დროულად დადებას სთხოვს, ხოლო საგამოძიებო უწყებას გამოძიების დროულად დასრულებას.

დევდარიანის ადვოკატი სამოქმედო გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ორ დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში 10-მდე ადამიანის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

დიმიტრი გაბუნიას მტკიცებით, იკვეთება გარკვეულ პირთა წრე, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში თავისი კანდიდატურის გაყვანით იყო დაინტერესებული.