ზვავსაშიშროების გამო ყაზბეგისკენ მიმოსვლა შეზღუდულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყაზბეგისკენ მიმოსვლა ისევ შეზღუდულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთისა და კალა-უშგულის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია  ნაქერალას უღელტეხილზეც.

დეპარტამენტის ცნობით, პრობლემურ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სინოპტიკოსების ცნობით, 17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი, დასავლეთ რაიონებში კი წვიმაა ნავარაუდევი. 15 გრადუს ყინვას პროგნოზირებენ მაღალ მთაში