„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს – გადაწყვეტილება მიღებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არა კანონის შესაბამისად, არამედ მისი პოლიტიკური მიზნებით იხელმძღვანელა. მათივე თქმით, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ დაელოდა პრეზიდენტი ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებს.