ზურაბიშვილის მიმართვა დიპლომატებს - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
„ქართული ოცნება“ საქართველოს ელჩების მისამართით პრეზიდენტის კრიტიკას მწვავე განცხადებებით ეხმაურება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიპლომატების შეურაცხყოფით სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მას მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს. მათივე თქმით, პრეზიდენტის ინტერესია, ქვეყნის განვითარებას შეუშალოს ხელი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საქართველოს ელჩებს დიპლომატიის დღე არ მიულოცა და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს და რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება.