ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ღონისძიებაზე გასულ წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ ჟვანიას სკოლა 2019 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელის წევრი გახდა. ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა არსებული გამოცდილების გაზიარებას და პრაქტიკაში მის დანერგვას გულისხმობს.